(მეთორმეტე-მეთხუთმეტე ჭიქაზე დასალევი)
რომელი ზღაპრის სადღეგრძელოა?
ქართული ზღაპარი
მე მინდა ზღაპრის სადღეგრძელო დავლიო. თუმცა, არა ზოგადად ზღაპრის, არამედ ქართული ხალხური ზღაპრის. ზოგი სპეციალისტი ამტკიცებს, ყველა ქვეყნის ზღაპარი ერთნაირიაო, რაც დიდი სისულელეა. მიუხედავად სხვა ხალხების ზღაპრების დაფასებისა და პატივისცემისა, ამ შემთხვევაში მე კონკრეტულად ქართული ხალხური ზღაპრის სადღეგრძელოს ვსვამ, იმიტომ, რომ ამ ზღაპრებზე ვარ გაზრდილი და იმიტომ, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ქართველის ქართველად აღზრდაში და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. და თუ კიდევ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.
ქართული
ხალხური ზღაპარი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქართველის იდენტობას. ბავშვობის ზღაპარი
ადამიანის ფსიქიკაში მუდმივად ზის, მასში რეალიზებულია, მის ქცევას განსაზღვრავს. ის,
რომ ზღაპრის პერსონაჟმა გზაჯვარედინზე სახიფათო გზა აირჩია, საიდანაც „წახვალ და ვეღარ
დაბრუნდები“, ნაირ-ნაირი გმირობა, დევებთან და გველეშაპთან ბრძოლა, კეთილის მიერ ბოროტის
დამარცხება და ა. შ. - ეს ჩვენს ფსიქიკაშია, შეიძლება ითქვას, სისხლში გვაქვს გამჯდარი.
თუნდაც
ის ფაქტი, რომ ზღაპარი კეთილად მთავრდება, მოწმობს, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება
მისი გრძელია“ - ქართველის ფსიქიკაში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართული ხალხური ზღაპრიდან
ჯდება.
ხალხური ზღაპარი
ახლა მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო სიტყვას - „ხალხური“. ესე იგი, მე არ ვსვამ იმ ზღაპრის სადღეგრძელოს, რომელსაც ავტორი ჰყავს. მე ვსვამ კონკრეტულად ხალხური ზღაპრის სადღეგრძელოს. სწორედ ხალხურ ზღაპარშია რეალიზებული მისი შემქმნელი ხალხის ისტორიული გამოცდილება. იგი ხალხის ისტორიული მეხსიერების ნაწილს წარმოადგენს.
უხსოვარ
დროს, ანუ დამწერლობებამდელ პერიოდში, მომდევნო თაობებს ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა
წინაპართა თავგადასავლები, საგმირო საქმეები, მათი ცხოვრების ამბები. დამწერლობის გარეშე
სხვანაირად შეუძლებელი იყო წინა თაობათა გამოცდილების, წინაპართა ცხოვრების, კულტურის,
ისტორიის, რაიმე ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
მისაბაძი
წინაპრის ცხოვრება მომდევნო თაობებისთვის მაგალითიც იყო და ჭკუის სასწავლებელიც – სწორედ
ის, რა პრაქტიკული დატვირთვაც დღეს გააჩნია იგავ-არაკს, ზღაპარსა და ანდაზას. თაობიდან
თაობაზე გადაცემული ამბები სულ უფრო და უფრო
იხვეწებოდა და საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში წინაპართა „საგმირო საქმეები"
და მათი ცხოვრება ფანტასტიკურ, დაუჯერებელ, არარეალურ ელფერს იძენდა.
დრომ,
სივრცემ და აზროვნების ევოლუციამ ერთ დროს რეალურად არსებული წინაპრები და მათი საგმირო
საქმეები სიურეალისტურ განზომილებაში გადაიყვანა. გაჩნდნენ დევ-გმირები, ფასკუნჯები,
გველეშაპები, ზოგი წინაპარი მამა-ღმერთად იქცა, ზოგმა ღმერთს ცეცხლი მოსტაცა, ზოგი
ქალღმერთს უყვარდა და ა. შ.
თაობიდან
თაობაზე გადაცემულმა ასეთმა ამბებმა ჩვენამდე ხალხური ზღაპრის სახით მოაღწია. ისინი
იმიტომ მოვიდნენ ჩვენამდე, რომ ადამიანის ფსიქიკის სიღრმეში აღწევდნენ, მისი გონების
შეუცნობელ ნაწილებს იპყრობდნენ. სწორედ ამიტომ არის ფასეული უძველესი ხალხური ზღაპრები.
ბავშვის ფსიქიკაში კაცობრიობის გამოცდილებასთან შეხება სწორედ ხალხური ზღაპრის მეშვეობით
ხდება. ეს ის სამყაროა, რომელსაც ბავშვი მხოლოდ კი არ აღიქვამს, განიცდის კიდეც.
საავტორო ზღაპარი
ზღაპრებს, რომელთაც კონკრეტული ავტორი ჰყავთ, არა აქვთ ის შინაგანი სიღრმე, რაც ხალხურ ზღაპარს გააჩნია. მათი უმეტესი ნაწილი ბავშვისთვის გაუგებარი და რთულად ასახსნელია. ეს განსაკუთრებით ეხება თარგმნილი ზღაპრების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელთა სიუჟეტი, გმირების ქცევა და ზოგჯერ მათი სახელებიც კი ქართველი ბავშვისთვის უცხო, უინტერესო და ძნელად გასაგებია.
გამონაკლისიც
არსებობს - ავტორისეული ზღაპრები, რომლებმაც დროს გაუძლეს და ასეულობით წლის მანძილზე
არ მოძველებულან - ეზოპეს იგავები, შარლ პეროს „წითელქუდა“, „კონკია“ და სხვა. თუმცა,
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამჯერად ჩვენ მხოლოდ ხალხური ზღაპრის სადღეგრძელოს ვსვამთ,
თანაც - ქართულის.
ქართული ხალხური ზღაპრის გენია
ეხლა - რაში მდგომარეობს ქართული ხალხური ზღაპრის გენია.
აქ
ჩვენ დიალექტიკაზე დაგვჭირდება საუბარი და ამიტომ მცირე გადახვევას გავაკეთებ - ჯერ
ვნახოთ, რა არის დიალექტიკა. ყველაზე მარტივად ანეკდოტით ავხსნი:
ჩაპაევი და პეწკას გამოცდა
ჰოო-და, ვასილ ივანიჩი შევიდა ყაზარმაში, ლენინის ოთახში და ხედავს, პეწკას დაუწყვია მაგიდაზე წიგნები და მეცადინეობს. მეორე დღეს გამოცდა აქვს - საკანდიდატო მინიმუმს აბარებს დიალექტიკურ მატერიალიზმში. ჩაპაევმა პეწკას მომზადების დონის შემოწმება გადაწყვიტა და გამოცდა დაუწყო:
Ну,
давай, Петька, я тебя проштудирую. Вот задача:
-
Возле бани идут двое: грязный и чистый. Какой из них зайдет в баню?
- Конечно, грязный – უპასუხა
პეწკამ.
- Дурак ты, Петья - უთხრა
ჩაპაევმა – грязный потому и грязный, что в баню не ходит.
Задача вторая: Возле
бани идут двое: грязный и чистый. Какой из них зайдет в баню?
- Конечно, чистый – უპასუხა
პეწკამ.
- Дурак ты, Петья - უთხრა
ჩაპაევმა – зачем чистому в баню ходить, он же чистый!
Задача третья: Возле
бани идут двое: грязный и чистый. Какой из них зайдет в баню?
პეწკა
ჩაფიქრდა და გაბრაზებულმა წამოიძახა:
-
А хуй его знает!
Молодец, Петька! - დაიძახა
აღფრთოვანებულმა ჩაპაევმა - Ты уже начинаешь разбираться в диалектике!!!
„იყო და არა იყო რა“
მსუბუქი გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ ქართულ ხალხურ ზღაპარს. იგი ასე იწყება: „იყო და არა იყო რა...“.
„ი ყ ო დ ა ა
რ ა ი ყ ო რ ა !!!“
ანუ, რაღაც იყო და, ამასთანავე, არც იყო - რაღაც არსებობდა და, ამასთანვე, არაფერი არსებობდა. ამ, ერთი შეხედვით, ულოგიკო და უაზრო წინადადებაში ღრმა დიალექტიკური შინაარსი დევს. ეს ფრაზა უძველესი ისტორიული პერიოდის ყოფიერებაში არსებული აზროვნების ნაწილია, ადამიანის უძველეს კოსმოგონურ ლოგიკას წარმოადგენს. შეგიძლიათ ჰეგელი და მარქსი აღარ წაიკითხოთ. ის, რაც საკუთარ ნაშრომებში ჩამოაყალიბეს ჰეგელმა და მარქსმა, გვიხსნიდნენ რა დიალექტიკის რაობას იდეალისტური და მატერიალისტური საფუძვლების ბაზაზე, ჩვენმა წინაპარმა, ჩემი სუბიექტური აზრით, სრულყოფილად ასახა ამ ერთ პატარა ფრაზაში.
არც
ერთი ქვეყნის ზღაპარი არ იწყება ასეთი სიტყვებით. ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილი
რუსული ხალხური ზღაპრები იწყება ასე: „Жили-были“... ან „Жил да был“, ან, უბრალოდ, „Жил“..., ან, მაგალითად, „В некотором царстве, в некотором государстве
жил-был“ ან „За тридевять земель, в тридесятом государстве жил-был“ და ა.შ., - რაც
ერთი და იგივე დასაწყისის ვარიაციებია. იგივე შეიძლება ითქვას მსოფლიოს სხვა ხალხთა
ზღაპრებზე.
ერთადერთი
მსგავსება, მეცნიერული კვლევების თანახმად, უძველეს ვედურ-ინდურ „რიგვენდასთან“ არსებობს,
რომლის „ჰიმნების“ დასაწყისი ასე ჟღერს: „იყო და არა იყო რა და არა იყო რა ცა და ცისქვეშეთი“.
რიგვენდას ჰიმნებში გადმოცემულია სამყაროს საწყისი ყოფიერება, მისი შექმნის სტადიები,
ღმერთების ცხოვრების სურათები. ამ ჰიმნების ჩაწერა ძველი წელთაღრიცხვის XV- X საუკუნეებში
დაიწყეს, მანამდე კი ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან
თაობას.
ხაზს
ვუსვამ, რომ რიგვენდას ჰიმნების საწყის ფრაზას მხოლოდ ისტორიული ასპექტი გააჩნია. თანამედროვე
ინდურ კულტურასა და ფოლკლორში ეს ფრაზა, არ
არის დამკვიდრებული, ქართული ხალხური ზღაპარი კი დღესაც „იყო და არა იყო რა“-თი იწყება.
„იყო
და არა იყო რა“ - უძლიერესი ფრაზაა - სრულყოფილი, დახვეწილი, ლაკონური, შინაგანად საკმარი,
მთლიანი და დასრულებული. ის გამოხატავს სამყაროს წარმოშობის შესახებ სიტყვიერად ჩამოყალიბებულ
ქართველური ტომების შეხედულებას, აღწერს სამყაროს აღნაგობის სტრუქტურას, წარმოადგენს
ჩვენი უძველესი წინაპრების მსოფლმხედველობრივ აზროვნებას.
სწორედ
ამ აზროვნების წარმოუდგენელმა სიძლიერემ მოიტანა ფრაზა დღემდე. ქართველი მშობელი შვილისათვის
ზღაპრის მოყოლას დღესაც მისით იწყებს.
„ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”
ეხლა ცოტათი წინ წავიწიოთ. როგორც ვხედავთ, ქართულ ხალხურ ზღაპარს გარკვეული სტრუქტურა გააჩნია. ამ სტრუქტურის პირველი თავისებურება ის არის, რომ „იყო და არა იყო რა“ ყოველთვის ზღაპრის თავშია მოთავსებული.
ზღაპრის
სტრუქტურის მეორე თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ „იყო და არა იყო რა“-ს შემდეგ
ფრაზაში ხშირად ღმერთი იხსენიება, მაგალითად, „ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, ან „იყო
შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი”.
„იყო
და არა იყო რა“ შინარსობრივად განყენებულად, ცალკე დგას და პირველადია ყოველგვარი მომდევნო
ტექსტის, ანუ ზღაპარში აღწერილი ნებისმიერი სამყაროს მიმართ. ამ ფრაზის შინაარსიდან
გამომდინარე, სხვა ყველაფერი - ზღაპრული პერსონაჟები, მათი თავგადასავლები და ა.შ.,
არის მეორადი, ისინი საწყისი ფრაზის შინაარსობრივ ლოგიკაში არ თავსდება.
„იყო
და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა“ - გვეუბნება, რომ სამყაროს გაჩენამდე, ღმერთამდე,
რაღაც შეუცნობადი არსებობდა, მაგრამ ეს „რაღაც შეუცნობადი“ ღმერთზე უკეთესი ვერ იქნებოდა.
„ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, სავარაუდოდ, ქრისტიანობის პერიოდშია დამატებული. იგი
პირველი ფრაზის კონცეპტუალურ შინაარს განავრცობს - თვით სამყაროს შემქმნელისთვისაც
კი უცნობია მანამდე არსებული „რაღაც სუბსტანცია”, რომელიც ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა".
იგივე
შეიძლება ითქვას ქართული ზღაპრის გავრცელებულ დასაწყისზე: „იყო და არა იყო რა, იყო
შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი“. აქ „იყო შაშვი მგალობელი“ ნიშნავს, რომ
შაშვი გალობდა და ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა, ხოლო „ღმერთი ჩვენი მწყალობელი“ - რომ ჩვენც უფლის
წყალობით ვცოცხლობთ და კარგადა ვართ. აქაც მეორე ფრაზა - „იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი
ჩვენი მწყალობელი“ - ქრისტიანობის პერიოდში უნდა იყოს დამატებული.
ზღაპრის
მეორე ფრაზაში ყოველთვის ღმერთი არ იხსენება. მაგალითად „იყო და არა იყო რა, იყო ერთი
ხელმწიფე“. „იყო და არა იყო რას“ ხშირ შემთხვევაში მოსდევს სიტყვა „იყო”, უფრო ხშირად
კი - „იყო ერთი...“ - და შემდეგ გრძელდება ამბავი. ეს სტრუქტურაც, ზემოთ მოყვანილი
მსჯელობის გათვალისწინებით, მოწმობს, რომ რაღაც შეუცნობელ სუბსტანციასთან შედარებით
ყოველივე დანარჩენი, ანუ ყოფიერება, მეორადია. აქაც ჩანს „უცნობი სუბსტანციის” პირველადობა,
მუდმივობა, სიმყარე და მისი აბსოლუტური შეუცნობლობა.
„იყო
და არა იყო რას“, როგორც მსოფლმხედველობას, სამყაროს აგებულებას, რელიგიურ შეხედულებას,
ქრისტიანობამდე დიდი ხნის განმავლობაში მყარად უნდა ეარსება, ასე რომ ჩაკირულიყო ქართველის
არაცნობიერ ბუნებაში.
„ჭირი იქა, ლხინი აქა...“
ქართული ხალხური ზღაპრის სტრუქტურის კიდევ ერთი თავისებურება მის სტანდარტულ დასასრულშია. ქართული ხალხური ზღაპარი ასე მთავრდება: „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“. ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის, ამ რეალურ სამყაროში ლხინია, ანუ სამყარო, სადაც ბავშვი ცხოვრობს, კეთილია, იგი უყვართ, იგი ყველასთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს ჭირიც, რომელიც სადღაც არის - იქ, უხილავ სამყაროში.
ეს
ფრაზა არ ესადაგება ქრისტიანულ კონცეფციას, რომლის თანახმადაც ყველა სულიერი უნდა გვიყვარდეს, მათ შორის
- მტერიც: „გიყვარდეს მტერი შენი და მიუტევე მას“. ზღაპარში კიდევ - „ჭირი იქაო“. ამიტომ,
სავარაუდოდ, ისიც ქრისტიანობამდელი პერიოდიდან უნდა მოდიოდეს.
„დიდ ქვაბში არ ეტეოდა...“
ქართული ხალხური ზღაპრის სტანდარტული დასასრულის გავრცელებული ვარიანტია ლექსი:
ზღაპარ იყო,
ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში - ლაღად იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში - ლაღად იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.
შეხედეთ,
ეს ლექსიც როგორი ბრწყინვალე ნიმუშია ქართველთა წინაპრების დიალექტიკური აზროვნებისა!
„დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში - ლაღად იყოო!“
პატარაში - ლაღად იყოო!“
ან კიდევ:
„ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა - ლუკმად იგდოო!“
ერთმა კაცმა - ლუკმად იგდოო!“
აქაც
სამყაროს სტრუქტურაა აღწერილი, თავდაპირველი მსოფლმხედველობაა გამოხატული, ჩვენი წინაპრების
თავისებური, განსაკუთრებული შეხედულებებია ჩამოყალიბებული.
„არა-კი“
ეხლა დავუკვირდეთ სიტყვას „არაკი“. არაკი ზღაპრული შინაარსის მქონე იგავია. არ ვიცი, შემთხვევითია თუ არა, მაგრამ აქაც „არა / კი“-ს დიალექტიკასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ: „არა“-ც არის და „კი“-ც არის! ესეც ხომ დიალექტიკაა, ეს ხომ „სიბრძნეა სიცრუისა“!
„არა-კი",
„დიდ ქვაბში არ ეტეოდა...“, „იყო და არა იყო რა“ - ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბების
უძველესი პერიოდიდან მოდის, სამყაროს აღნაგობის სტრუქტურის შესახებ ქართველური ტომების
მსოფლმხედველობრივი შეხედულებების ნაწილია, მათი აზროვნების სტილის დღემდე მოღწეული
სიტყვიერი გამოხატულებაა.
ზღაპრის გადაკეთება
ორიოდ სიტყვა ზოგიერთი „ჭკვიანის“ ინიციატივის შესახებ, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების „თანამედროვეობის პოზიციებიდან“ გადაკეთებას ეხება.
კომბლემ
თუ მგელი მოკლა და მისი მუცლიდან თავისი ცხვრები ამოიყვანა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი
მოძალადეა. აქ მთავარი სამართლიანობის ზეიმია, კეთილის ბოროტზე გამარჯვებაა. ვიღაც-ვიღაცეები,
რატომღაც, მაინცდამაინც ქართულ ხალხურ ზღაპრებში ეძებენ „ძალადობის“ ნიმუშებს. ყველა
ქვეყნის ზღაპრებშია ძალადობა, შეჭმა, მკვლელობა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, მონადირემ
ზუსტად ისე გაუჭრა მუცელი მგელს და იქიდან უვნებლად ამოიყვანა ბებია და წითელქუდა,
როგორც კომბლემ.
ზღაპარში
თუ ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, ბავშვი ამას ისე არ აღიქვამს, როგორც უფროსის გაგებით არის
„სისხლისმსმელობა“, „მკვლელობა“, „აგრესიულობა“ და ა. შ. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად
უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ ბავშვმა ზღაპარში აღწერილი ნეგატიური მოვლენები შეიძლება
არასწორად გაიგოს. სინამდვილეში ბავშვის ფსიქიკა ზღაპარს ყოველთვის პოზიტიურად ღებულობს, მისთვის ზღაპარში
ნეგატივი არ არსებობს.
რა
თქმა უნდა, მიუღებელია ზოგიერთის, „გვარს არ დავასახელებ...“, წინადადება „თანამედროვე
პოზიციებიდან“ ხალხური ზღაპრის გადაკეთების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პირი
თავის აზრებს ამატებს იმ მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც კაცობრიობის ნააზრევია და რომელმაც
დროს გაუძლო, სწორედ ასეთი სახით მოვიდა ჩვენამდე. ცალკე აღებული ნებისმიერი ადამიანი,
რაც არ უნდა გენიოსი იყოს, კაცობრიობის გამოცდილების მქონე ვერ იქნება. ასეთი ზღაპარი
კაცობრიობის კოსმოგონური ნააზრევის ნაცვლად კონკრეტული გადამკეთებლის ავადმყოფურ ფსიქიკას
გვაზიარებს, რამეთუ ამას ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანი არ გააკეთებს.
ქართულ ხალხურ ზღაპარს გაუმარჯოს!
რა თქმა უნდა, ბავშვი მსოფლიოს ხალხთა საგანძურსაც უნდა გაეცნოს, სხვა ხალხის ზღაპრებიც მოისმინოს, მაგრამ ქართველად ბავშვის გასაზრდელად ქართულ ხალხურ ზღაპარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ქართულ ხალხურ ზღაპარში დევს ქართული სული, ქართველთა წინაპრების კოსმოგონური გონი. სწორედ ქართული ხალხური ზღაპარია ქართველი ბავშვისათვის მშობლიური და ორგანული.
ქართულ ხალხურ ზღაპარს გაუმარჯოს!
No comments:
Post a Comment